ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 63-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს.
საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის და უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის საქმეები.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები