საბერძნეთში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი დაიღუპა. ელეონორა ბაღათრიშვილი დღეს დილით ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
“კვირას“ ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი ერთი თვის განმავლობაში ათენის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატშიც დაუდასტურეს.
„კვირასთვის“ ცნობილია, რომ ელეონორა ბაღათრიშვილს რამდენიმე წლის წინ ათენში და გარდაეცვალა და ცხედარი სამშობლოში ქართველი ემიგრანტების ფინანსური დახმარებით ჩამოასვენეს.
ვინ დაეხმარება გარდაცვლილის ოჯახს ელეონორა ბაღათრიშვილის ცხედრის სამშობლოში გადმოსვენებას, ამ ეტაპზე უცნობია.
„კვირა“ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ 19 თებერვალს, უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს. შესაბამისი დავალება საგარეო უწყებას დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მისცა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინიციატივა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილმა მოიწონა.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები