სამირა ბაირამოვამ პოლიციის შენობა დაკითხვის შემდეგ დატოვა

რამდენიმე დღის წინ გატაცებულმა 17 წლის სამირა ბაირამოვამ, ისანი-სამგორის სამმართველოს შენობა უკვე დატოვა.
ბაირამოვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა და შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. როგორც ადგილზე მყოფმა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბაირამოვას დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, გოგონაზე ზეწოლა და ძალადობრივი ქმედება არ განხორციელებულა.
არსებული ინფორმაციით, სამირა ბაირამოვა რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე იმყოფებოდა. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ის სავარაუდოდ ორი დღის განმავლობაში თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ხოლო გუშინ გაათავისუფლეს. ოჯახი სარჩელის გამოტანას არ აპირებს. სამირა ბაირამოვა კონკრეტულ სახელებს და გვარებს ასახელებს. თუმცა, მათი ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები