ფონიჭალაში მოკლული დედა-შვილის ვინაობა ცნობილია

ფონიჭალაში მოკლული 35 წლამდე ქალბატონი ნონა რომანაძეა-მისი შვილი, 3 წლის გოგონა კი მ-ა. მოკლული ქალის მეუღლე ოთარ მამფორიაა, რომელიც შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა. გარდაცვლილების მეზობლები ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფებიან.
ნონა რომანაძე საცხოვრებელი ბინის მისაღებ ოთახში იპოვეს, ხოლო მისი 3 წლის გოგონა საძინებელში დამწვარი ნახეს. 35 წლის ქალს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, მათ ცხედრები დაახლოებით 13:00 საათზე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ბინიდან გამომავალი კვამლი შენიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები