როჯერ ქაშმორი ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის ლექციას წაიკითხავს

გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარე პროფესორი როჯერ ქაშმორი ფიზიკა -მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის ლექციას წაიკითხავს.
საჯარო ლექცია -„ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“ (“Energy in the 21st Century”) ხვალ, 14:30 საათზე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ჩატარდება.
როჯერ ქაშმორი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარეცაა.
“რუსთაველის ფონდისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია მეცნიერების პოპულარიზაცია და STEM-ის მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზანს ემსახურება საგრანტო პროგრამები, რომელთა შორისაა „მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ლეონარდო და ვინჩი“.
კონკურსის გამარჯვებულები, ძირითადად, არიან საქართველოს ფიზიკა-მათემატიკის სკოლების მოსწვლეები, რომლებიც სხვადასხვა კონკურსშიც მონაწილეობენ და საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ საქართველოს. მოსწავლეთა შორის STEM-ის მიმართულების განვითარება საქართველოს მომავალია“,- აცხადებენ ორგანიზატორები.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები