მამუკა ახვლედიანი: გასაჩივრებას ვაპირებ, ეს ასე არ დამთავრდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მის გათავისუფლებას პირად შურისძიებად აფასებს და ხვალიდან არასამთავრობო სექტორთან აქტიურ კონსულტაციებს აპირებს.
ახვლედიანი კონსულტაციების შემდეგ სპეციალური სარჩელის მომზადებას გეგმავს, რითაც ის იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის პირადი შურისძიება, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე იუსტიციის საბჭოს და საბჭოს მდივნის მხრიდან. ეს პირდაპირ ჩანს უკვე. აქ არის პირდაპირი დევნა, იმიტომ, რომ რა საკითხებზეც ისინი საუბრობენ, ესაა „ორჯერ ორი ოთხი“ სასამართლოში.
მოსამართლეების მოთხოვნით, პირდაპირ კანონით მონიჭებული უფლებით განვახორციელე ეს საკითხი. ეს არის აბსურდული საჩივარი და აზრი, რასაც აყალიბებენ ესენი, სახელადაც კი აბსურდულია, განაწილების წესს არქმევენ. რა თქმა უნდა, გასაჩივრებას ვაპირებ. ეს ასე არ დამთავრდება, დანებებას არ ვაპირებ, არ გავჩერდები“, – განაცხადა ახვლედიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვედიანი თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები