„ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ გაიმართება

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის – ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ორგანიზებით, 22-24 თებერვალს „ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ გაიმართება.
ფორუმის მიზანია ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების პოლიტიკის და სტრატეგიის დაგეგმვასა და შემუშავებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესებას და ფერმერების განათლების ამაღლებას.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ, თომას მორისმა გახსნეს.
USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, USAID-ი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და დარგის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს ახორციელებს.
პროექტის ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ, გახდნენ უფრო წარმატებულები, გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. USAID-ი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის სტანდარტების შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან და ექსპორტის ზრდას“, – აღნიშნა ტომას მორისმა.
ფორუმში მონაწილეობდა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარე – ფერმერთა ასოციაციები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ექსტენციის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები (უმაღლესი და პროფესიული განათლება).
აღნიშნული ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე საქართველოში ექსტენციის მომსახურების განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებს.
ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგად განვითარებას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ფორუმს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი, დავით გალეგაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი და იური ნოზაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები