გუდაურამდე მისვლა შეუფერხებლადაა შესაძლებელი

მცხეთა- სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მლეთა–გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქ ავტომანქანებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა და გუდაურამდე მისვლა შეუფერხებლადაა შესაძლებელი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, მცხეთა -სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმები: თოვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი – გუდაური – ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი-გუდაურის და კობი-ლარსის მონაკვეთებზე თავისუფალია ამავე გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები