„ტყიბულის მეშახტეების პრობლემების შესასწავლად თამარ კორძაია შრომის ინსპექციის სამმხრივი კომისიის შექმნას ითხოვს“

ტყიბულის მეშახტეების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეპუტატი თამარ კორძაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. მეშახტეები აცხადებენ, რომ მათ მუშაობის დროს კარებს გარედან უკეტავენ. უმრავლესობის წარმომადგენელმა საკითხის სასწრაფოდ შესასწავლად შრომის ინსპექციის სამმხრივი კომისიის შექმნა მოითხოვა.
„მოვითხოვ, შეიკრიბოს შრომის ინსპექციის სამმხრივი კომისია და ეს საკითხი შეისწავლონ. არ შეიძლება 21-ე საუკუნეში საქართველოში ასე ეპყრობოდნენ დასაქმებულ ადამიანებს. ეს ფაქტები უნდა იყოს შესწავლილი, არ მგონია, მეშახტეები იტყუებოდნენ, რომ მათ გარედან კეტავენ“,- აღნიშნა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები