სამი დღის წინ გატაცებული გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა

სამი დღის წინ ფონიჭალიდან გატაცებული სამირა ბაირამოვას ახლობლების ინფორმაციით, გოგონა კონტაქტზე გამოვიდა და შველა ითხოვა. როგორც ფონიჭალაში, პოლიციასთან გამართულ აქციაზე ბაირამოვას ერთ-ერთმა ახლობელმა განაცხადა, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა. “უთქვამს,  რომ  სადღაც პარლამენტის შენობასთან ვარო” , – აცხადებენ  ნათესავები
პოლიციის შენობასთან გატაცებული ბაირამოვას ახლობლებმა აქცია გამართეს. მათ რუსთავი-თბილისის მაგისტრალიც გადაკეტეს და სამართალდამცველებისგან 17 წლის სამირა ბაირამოვას ადგილსამყოფელის დადგენას მოითხოვენ. 17 წლის გოგონას უკვე მესამე დღეა ეძებენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები