კონსტიტუციის მიღებიდან 95 წელი გავიდა

1921 წლის კონსტიტუციის მიღებიდან 95 წელი გავიდა. საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღე თბილისში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნება. ოფიციალური მიღება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება.
1921 წლის 21 თებერვალს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი – კონსტიტუცია მიიღო. დოკუმენტმა მხოლოდ ოთხი დღე იარსება, მაგარამ სწორედ პირველმა კონსტიტუციამ განსაზღვრა ქვეყნის პირდაპირი დემოკრატიის, ხელისუფლების დანაწილებისა და სეკულარული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები