შსს-ს აკადემიამ პროექტი “განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო

შსს-ს აკადემიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით პროექტი „განათლებისთვის ხელშესახები მომავალი პროფესია“ დაიწყო. პროექტის მიზანია ინფორმაცია აკადემიაში განათლების მიღების შესახებ საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
პროექტის საშუალებით მომავალ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ შსს-ს აკადემიაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პრინციპებს. პრეზენტაციებს აღნიშნულ თემაზე უფროსკლასელებისთვის შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და აკადემიის წარმომადგენლები პოლიციის შენობებში აწყობენ.
პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში. უახლოეს მომავალში პროექტში ჩაერთვებიან მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები