საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა შალვა შენგელიამ თანამდებობა დატოვა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შენგელიამ თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.
რაც შეეხებათ მის მოადგილეებს, ისინი დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობენ.