პოეზიის საღამო “ლირიკის ოთხი სიმი“

 საქართველოს მწერალთა სახლში მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი “ლიტერატურული სემინარების” მორიგი შეხვედრა გაიმართება. 28 მარტს, 18 საათი და 30 წუთზე დაგეგმილი პოეზიის საღამოს სახელწოდება იქნება “ლირიკის ოთხი სიმი“.
როგორც ,,კვირას“ მიხეილ ღანიშაშვილმა განუცხადა: – ეს იქნება ჩვენი “ლიტერატურული სემინარების” გამორჩეული და ორიგინალური პოეზიის საღამო. მსმენელის წინაშე წარდება ოთხი პოეტი, ოთხი განსხვავებული და თავისებურად საინტერესო ლირიკული ხმა: ია მშვიდობაძე, ლელა ლაჩაშვილი, კახა შალამბერიძე და ნიკო ტიღინაშვილი. თუმცა მათ ერთი საერთო ნიშანი მაინც აქვთ: ოთხივეს პოეტური სამყარო სუფთა და გულწრფელია და, მიუხედავად იმისა, რომ ოთხივენი დაბადებით შემოქმედებითი ნიჭით დაუჯილდოებია ბუნებას და საკმაოდ ბევრი ლამაზი ლექსიც დაუწერიათ, დღემდე არც ერთი მათგანი წიგნის ავტორი არაა. ვფიქრობ, 28 მარტი საქართველოს მწერალთა სახლში მათთვის თავისებური პრემიერა იქნება სალიტერატურო პარნასზე და ეს დებიუტი წარმატებულად შედგება. მიხეილ ღანიშაშვილის მუდმივმოქმედი “ლიტერატურული სემინარები” მწერალთა სახლში უკვე მესამე წელია იმართება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები