გოგი თოფაძე: ხიდაშელთან ჩემი დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა პრეზიდენტი გავაკრიტიკე

გოგი თოფაძე თავდაცვის მინისტრთან დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს
„დაპირისპირება ქალბატონი თინას მიერ ჩემი შეურაცხყოფით დაიწყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი თოფაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დეპუტატმა დეტალურად გაიხსენა, მისსა და თავდაცვის მინისტრს შორის დაპირისპირების მიზეზი. თოფაძის თქიმით, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მის მიმართ საკმაოდ თავხედური და დამამცირებელი განცხადებები გააკეთა.
„საერთოდ, ეს დაპირისპირება ქალბატონი თინას მიერ ჩემი შეურაცხყოფით დაიწყო, როდესაც მე პრეზიდენტი გავაკრიტიკე. მე ჩემი აზრი გამოვთქვი და ახლაც ვარ მზად. თუ მე ტყუილად გავაკრიტიკე, პრეზიდენტია და შეუძლია, იჩივლოს. ამის შემდეგ დაიწყო ეს დაძაბულობა. საკმაოდ თავხედური, დამამცირებელი განცხადება გააკეთა ჩემ მიმართ. აბსოლუტურად არ იყო ჩართული, მას არ ეხებოდა არანაირად და ამის მერე დაიწყო ეს კამათი და ურთიერთ ლანძღვა-გინება“, – განაცხადა თოფაძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეუძლია, რასაც უსაფუძლოდ აბრალებენ.
„არ დავტოვებ უპასუხოდ ჩემს კრიტიკას. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის პატრიოტი ვარ და არაერთხელ დამიმტკიცებია ჩემი ეს პოზიცია, თუმცა, სამწუხაროდ, სულ ოპოზიციაში მიწევდა ყოფნა და ყოველთვის ჩემი მკაფიო პოზიცია მქონდა. როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ იქამდე გათამამდა, რომ ჩვენ ვართ აქ მთავარი ძალა კოალიციაში, ჩვენ ვართ და ჩვენ მიგვყავსო, რაც არაერთხელ განაცხადა ბატონმა დავითმა, ე.ი. ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენები არავინ ვართ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები