ლევან მურუსიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებთან შეხება არ ჰქონიათ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ფიზიკურად არ ჰქონდათ შეხება მოსამართლეთა საგამოცდო ტესტებთან, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მურუსიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავი ორგანოს გამოსაკვლევია.
“გაჟონვას ჰქონდა ადგილი. კვალიფიკაცია და შეფასება სამართალდამცავი ორგანოების გამოსაკვლევია. ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ფიზიკურად არ ჰქონდათ შეხება აღნიშნულთან. მთელი რიგი პირები შეიძლება იდგნენ ამის უკან, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. დაველოდოთ გამოძიებას. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები