“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სემეკის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მიიჩნევს, რომ სემეკის მიერ კომპანიისთვის სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა უკანონოა და კომპანიას აზარალებს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ არ ეთანხმება სემეკის ჯარიმას და გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს “კომპანიას ჯარიმა დაეკისრა პოსტ ფაქტუმ, ანუ მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილა სემეკის მოთხოვნა და გასცა მოქალაქე თ. ჭიჭინაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების წყალმომარაგების სისტემაზე დაერთების ტექპირობა”, – აცხადებენ კომპანიაში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დააჯარიმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები