„უგულავა და მისი ოჯახის წევრები მერის სარეზერვო ფონდის თანხებს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ“

საკრებულოს წევრი, ჯაბა ჯიშკარიანი მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ სარეზერვო ფონდიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საუბრობს.
როგორც დღეს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მისი ოჯახის წევრები თბილისის მერის სარეზერვო ფონდის თანხებს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, თუ რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ 9 წლის განმავლობაში და მინდა კონკრეტული ციფრები მოვიყვანო. აქ არის ბუდა-ბარში ერთ ერთ საღამოზე დახარჯული თანხა, რომელიც შეადგენს 58 ათას ლარს, ასევე ტივზე ერთი ქეიფი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჯდებოდა 32 ათასი ლარი. ფინანსდებოდა მათი ახლობლების ოპერაციები სილამაზისთვის: ქალბატონი ლელა კილაძე და მისი დაქალები, თანხებს იღებდნენ მერიის პირადი სარეზერვო ფონდიდან, მერიის ბიუჯეტიდან და ხალხის ფულის მოხმარება ხდებოდა მათ საკეთილდღეოდ და მათი ვნებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
დეპუტატის თქმით, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, დედაქალაქის ამჟამინდელი მთავრობა მსგავს ფაქტებზე მყისიერად რეაგირებს.
„ეს არის სწორედ ჩვენსა და მათ ხელისუფლებას შორის განსხვავება. მათ მიერ ხდებოდა ქონების არამიზნობრივი გაფლანგვა და განიავება, ხოლო ჩვენს მიერ, აბსოლუტურად ყველა დარღვევაზე ხდება მყისიერი რეაგირება, როგორც ეს იყო სხვადასხვა შემთხვევებში. ყველა შემთხვევაზე, ეს იქნება გადაცდომა, თუ დანაშაული, დაწყებული იყო მოკვლევა და მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები ყველა თანამშრომლის მიმართ“, – განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა მერიის ყოფილი თანამშრომლის, თამარ გერგედავასთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით, მერის სარეზერვო ფონდიდან საფრანგეთში სწავლის მიზნით, საცხოვრებელი ხარჯების ანაზღაურებას.
“რაც შეეხება ქალბატონ თამარ გერგედავას, მერის სარეზერვო ფონდი ამასთან დაკავშირებით სრულად იყო უფლებამოსილი და იქ უკანონო ნამდვილად არაფერი ყოფილა. უკანონო ან გადაცდომა შეიძლება ყოფილიყო სპორტის და ახალგაზრდობის სამსახურის თანმშრომლის მერ გამოწერილი შუამდგომლობა მერის სახელზე და ამით ბატონი მერი იქნა შეცდომაში შეყვანილი“, – აცხადებს დეპუტატი.

12

340001

40002 40003

40004 40005

40006 40007

40008 40009

40010 40011

40012 40013

40014 40015

40016

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები