ვახტანგ ხმალაძე : მარიხუანას მოხმარებისთვის სანქციად თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება გამოყენებული

მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნება შეფარდებული და საფრთხე, რაზეც ახლა არის საუბარი, არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ, მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციის თაობაზე ინიცირებული პროექტის განხილვისას განაცხადა.
როგორც ხმალაძემ განმარტა, პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასახავს.
“პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნაწილობრივ ასახავს. რაღაც ნაწილში პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეესაბამება. საჭიროა უფრო კომპლექსური მიდგომა იმისთვის, რომ კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან იყოს შესაბამისობაში. იმის თქმა, რომ თუკი ჩვენ ამას არ მივიღებთ, მაშინ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანს ციხეში ჩასვამენ, მინდა გითხრათ, რომ ასე არ არის. მარიხუანას მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას სასამართლოები ვეღარ მიუსჯიან და არც უსჯიან”, – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები