კოსოვოს პარლამენტში გაზი გაუშვეს (ვიდეო)

კოსოვოს პარლამენტში ალბანელმა რადიკალებმა სხდომის დროს ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. მათ სხდომათა დარბაზში კვამლის ორი ხელყუმბარა შეაგდეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კვამლი გაიფანტა და დეპუტატებმა მუშაობა გააგრძელეს.
ეს კოსოვოს პარლამენტში გაზის გაშვების პირველი შემთხვევა არ არის. პარალელურად პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ის პრეზიდენტის პოსტზე ვიცე-პრემიერის, ხაშიმა ტაჩის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებს. კოსოვოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს ამ ქვეყნის პარლამენტი ირჩევს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები