თინა ხიდაშელმა ესტონეთის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გთვალისწინებული კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების ფარგლებში, საქართველოში სტუმრად ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ ტიკი და კიბერპოლიტიკის დეპარტამენტის მრჩეველი ანგელიკა უუსი იმყოფებიან.
ესტონელი სტუმრები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა მიიღო. შეხვედრაზე კიბერუსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კიბერუსაფრთხოების პროექტის განხორციელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ესტონურმა მხარემ აღნიშნული პროექტის ლიდერად ანგელიკა უუსი წარმოადგინა. ქართულმა მხარემ ესტონელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. უწყებაში გამართულ შეხვედრას კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ანდრია გოცირიძე, საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩი პრიტ ტურკი და თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი კულდარ კესკულა დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები