რატომ დატოვა ვანო მაჭავარიანმა ”საქართველოს განვითარების” ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია

ვანო მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძის “საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დატოვა.
როგორც მაჭავარიანმა “კვირასთან “საუბრისას განაცხადა, არასწორია ინფორმაცია, რომ მან აღნიშნულ პოზიციასთან ერთად ფონდიც დატოვა. მაჭავარიანი განმარტავს, რომ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციასაც პაატა ბურჭულაძე შეითავსებს, თავად მაჭავარიანი კი ფონდს საგარეო მიმართულებით გაუწევს კურირებას.
“ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა, ამ ეტაპზე უკვე ჩამოყალიბებულია თემატური ჯგუფები კონკრეტული ხედვებით, მნიშვნელოვანია რეგიონალური ოფისებისა და სხვა წარმომადგენლობების გახსნა, როგორც არის მოლოდინი საზოგადოებაში, პაატა ბურჭულაძე ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში თავად იქნება ჩართული. რაც შემეხება მე, მინდა ვთქვა, რომ ფონდი არ დამიტოვებია, უბრალოდ ჩემი თანამშრომლობის ფორმატი შეიცვალა, გადაწყდა, რომ მე “საქართველოს განვითარების ფონდს“ საგარეო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოჩენაში დავეხმარები“, – განუცხადა “კვირას“ ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები