მაკა ასათიანის ადვოკატი: რჩება შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე იყო ზეწოლის ქვეშ

რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება იყო წინასწარ დაწერილი და მოსამართლე იყო ზეწოლის ქვეშ, – ამის შესახებ “მაესტროს” ერთ-ერთი მეწილის მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძე თვლის, რომ სასამართლო სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია.
“დღევანდელი პროცესი არის ქართული სამართალწარმოების სირცხვილი. აშკარა იყო შეთანხმებული მოქმედება იუსტიციის წარმომადგენელსა და გიორგი გაჩეჩილაძის წარმომადგენელს შორის. რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილება იყო წინასწარ დაწერილი და მოსამართლე იყო ზეწოლის ქვეშ. ჩვენგან დამოუკიდებელმა კრედიტორებმა დააყენეს საკითხი, რომ მათ არ სურდათ დირექტორის თაობაზე დაელოდონ დავის გადაწყვეტას, თუმცა სასამართლომ მაინც გადაწყვიტა, რომ კრება ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დარეგისტრირებამდე არ გაიმართოს. სასამართლო სამართლებრივი ჩარჩოდან გასულია”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები