ექსპერტი თინა ტურძილაძე: არ არის არსებითი, არის თუ არა კომპანია ტოპ – 500 ქარხანაში

ექსპერტმა თინა ტურძილაძემ 13 თებერვალს „ბიზნეს კურიერში“ ფარმაცევტული ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტოპ – კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამერიკულ ბაზარზე და მათი ნაწილი საქართველოშიც არის, იმ საწარმო ფართზე არ უშვებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომელსაც უშვებენ ამერიკული ბაზრისთვის.
გადაცემის წამყვანის აკაკი გოგიჩაიშვილის კითხვას – „თუ რა არის ის, რაც კითხვებს შესაძლოა, ბადებს ექსპერტებში “ჰუმანისტი ჯორჯიას” ბაზარზე შემოსვლასა და ფასების შემცირების სქემაში, კონკრეტულად ის, რომ ვთქვათ ის ქარხნები, საიდანაც შემოდის ეს წამლები, არ არის „პრაიმლისტიგში“, – ექსპერტმა უპასუხა, რომ “არ არის არსებითი, არის თუ არა ეს ტოპ- 500 ქარხანაში, იმიტომ რომ ინდოეთში დაახლოებით 22 ათასი მწარმოებელია, მათგან მხოლოდ 75-ია ამერიკულ ბაზარზე დაშვებული, ანუ ეს არ არის წამყვანი ინდიკატორი ამ შემთხვევაში.
უფრო მეტიც, შემიძლია ისიც გითხრათ, რომ ის ტოპ – კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ამერიკულ ბაზარზე და მათი ნაწილი საქართველოშიც არის, იმ საწარმო ფართზე არ უშვებენ ქართული ბაზრისთვის პროდუქციას, რომელსაც უშვებენ ამერიკული ბაზრისთვის. ასე, რომ ეს არ არის ამ შემთხვევაში მთავარი კრიტერიუმი. მთავარი კრიტერიუმი ჩვენთვის არის სხვა რამ.
ხელისუფლების წინაშე დგას ოთხი ამოცანა. პირობა ასეთია: მან უნდა უზრუნველყოს ხარისხი, ეფექტურობა, უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამისათვის ხელისუფლებას სჭირდება ორი პრობლემის გადაწყვეტა. ერთი ეს არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხს, უსაფრთხოებას და ეფექტურობის ობიექტურ შეფასებას და არა სუბიექტურს, როგორი ჭკვიანი ექსპერტიც უნდა იყოს, მასტერფაილებისა და დოსიეს გარეშე ის ამას ვერ შეაფასებს. მით უფრო კონკურენტი, რომელიც უბრალოდ დაინტერესებულია და მას შეუძლია შავი პიარი შეუქმნას პროდუქციას. როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან ეს არ არის ამ შემთხვევაში ობიექტური მონაცემი. და ყოველთვის ვსაუბრობდით იმაზე, თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ამ სისტემის შექმნას, მაშინ ეს იქნება მთავარი დარტყმა თავად ინდუსტრიისთვის”,- აღნიშნა თინა ტურძილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები