გრიგორი კარასინი: რუსეთი და საქართველო ვიზების გასაუქმებლად მუშაობენ

რუსეთი და საქართველო ვიზების გასაუქმებლად მუშაობენ, მაგრამ დღეს მთავარი ამოცანა – ვიზების გაცემის სისტემის მოწესრიგებაა. ამის შესახებ „რია-ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
კარასინმა აღნიშნა, რომ თბილისი და მოსკოვი ამჟამად სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში იმყოფებიან.
„2015 წლის 23 თებერვლიდან ჩვენ საქართველოს იმ მოქალაქეთა სია გავზარდეთ, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ჩასვლას შეძლებენ, ფაქტობრივად, ამ სფეროში ადრე არსებული ყველა შეზღუდვა გაუქმდა. ახლა რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს მოსაწვევის გაფორმება და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის მიწვევა შეუძლია. მთავარია, რომ ამ სისტემამ გამართულად იმუშაოს“, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები