კენიაში გაქცეულ ლომებს ეძებენ

კენიის დედაქალაქ ნაირობიში ოთხ ლომს ეძებენ, რომლებიც ქვეყნის ეროვნული პარკიდან გაიქცნენ და ქალაქის საცხოვრებელ კვარტალებში იმყოფებიან. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დილით ლომები ნაირობის შემოგარენში, ავტომაგისტრალთან შენიშნეს. ამ დროისთვის უცნობია, როგორ მოახერხეს ცხოველებმა მაღალი ძაბვის ღობით შემორაგული პარკიდან გაქცევა. ნაირობის ნაციონალური პარკის ფართობი 117 კვადრატული კილომეტრია. მის ტერიტორიაზე მარტორქები, ლომები, ლეოპარდები, ავაზები, აფთრები, ჟირაფები და 400-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. პარკი ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარეობს. ეს ლომების გაქცევის პირველი შემთხვევა არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები