თამარ სანიკიძე: ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს მედიის შესახებ განცხადებების გაკეთებისგან

ნებისმიერმა პოლიტიკოსმა მომავალშიც უნდა შეიკავოს თავი მედიასთან დაკავშირებით რაიმე განცხადებების გაკეთებისგან, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ჟურნალიტების კითხვის – ხედავს თუ არა ბოლო დროს მედიაში, კერძოდ, ტელეკომპანია “იმედში” გადაცემების დახურვაში, “რუსთავი 2”-ისა და “მაესტროს” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში მთავრობის ინტერესებს – საპასუხოდ განაცხადა.
სანიკიძეს თქმით, კარგია, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას არ ახდენს და სწორედ ეს არის ჩვენი მონაპოვარი.
“მე კითხვები გამიჩნდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად გაკეთდებოდა შესაბამისი კომენტარები და ჩარევის მცდელობა. სანამ ეს არ იქნება, ეჭვიც არ გაჩნდება. ამიტომ ვამბობ, ნებისმიერმა პოლიტიკოსმა მომავალშიც უნდა შეიკავოს თავი ამ თემაზე რაიმე განცხადებების გაკეთებისგან, მით უმეტეს, რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს რაიმე მოსაზრებად ან ზეწოლად. კარგია, რომ ამას არ ვაკეთებთ, ეს არის ნამდვილად ჩვენი მონაპოვარი და მომავალშიც არ უნდა იქნას ასეთი რამ დაშვებული”, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები