ქართულმა კვინტეტმა ამერიკის ფესტივალზე პირველი ადგილი აიღო

  24 მარტს, „New York Harmony Sweepstakes A Capella Festival“ 2014-ის გამარჯვებული ჯაზ კვინტეტი „QUINTESSENTIAL 5“ საქართველოში დაბრუნდა. ქართულმა ჯგუფმა პირველი ადგილის გარდა მიიღო ორი მნიშვნელოვანი ჯილდო: საუკეთესო არანჟირებისათვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისათვის. კვინტეტი „The Quintessential Five” არის ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც მიწვეულია სხვა ქვეყნიდან. აღნიშნული კვინტეტი მრავალი ფესტივალის პრიზიორია. ფესტივალი „Harmony Sweepstakes A Cappella Festival” რანგით ყველაზე მაღლა დგას იმ ფესტივალებს შორის, რომლებშიც ჯგუფს აქამდე მიუღია მონაწილეობა. პროექტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქართველოს „საერთაშორისო კულტურული პრეზენტაციის პროგრამის “ქართული სეზონი“ ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები