ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა

პარლამენტმა ლევან მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა და შესაბამისი გადაწყვეტილება 78 ხმით მიიღო.
მურუსიძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის უფლებამოსილება ვადაზე ადრე იუსტიციის საბჭოს მიერ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის გამო შეუწყდა.
აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა დღეს ორჯერ გაიმართა. თავდაპირველად კენჭისყრის შედეგად მომხრე 71 დეპუტატი დაფიქსირდა, რაც გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ იყო, თუმცა როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმარტა, რამდენიმე დეპუტატის პულტმა არ იმუშავა. ამის შემდეგ მურუსიძისთვის უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი მეორედ უყარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები