მაკა ასათიანის ადვოკატი: შესაძლოა, გაჩეჩილაძემ სხდომის გადადება მოითხოვოს

შესაძლოა, გაჩეჩილაძემ მოითხოვოს სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ სასამართლო დაელოდოს დირექტორად მის დანიშვნას, – ამის შესახებ “მაესტროს” ერთ-ერთი მეწილის, მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
გიორგი გვენეტაძის ინფორმაციით, თუ სასამართლო პროცესები გაიწელა, ეს ნეგატიურად აისახება ტელევიზიაზე და შესაძლოა, მოხდეს “მაესტროს” სიგნალის გათიშვა.
“არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომ ვივარაუდოთ სხდომის გადადების თაობაზე. ამის საფუძველდ გვაძლევს ის, რომ შესაძლოა, გაჩეჩილაძემ მოითხოვოს სხდომის გადადება იმ მოტივით, რომ სასამართლო დაელოდოს დირექტორად მის დანიშვნას. თუმცა შესაძლოა, დირექტორად დანიშვნას დრო დასჭირდეს და რატომ უნდა დაელოდნენ კრედიტორები გაჩეჩილაძეს”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
გაჩეჩილაძის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მისი პროცესზე დასწრება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ გაჩეჩილაძემ “მაესტროს” ფული ასესხა.
“თუ მოინდომებს გაჩეჩილაძე კრედიტორად დაფიქსირებას და იმის აღიარებას, რომ მან ფული ასესხა “მაესტროს”, მაშინ მას ექნება უფლება, დაესწროს სხდომას”, – განაცხადა გიორგი გვენეტაძემ.
ადვოკატის თქმით, ჟურნალისტებმაც შეიტანეს განცხადება კრედიტორად აღიარების თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები