გელა დუმბაძე: არავის ვურჩევ, რომ თავისუფალ მედიაში უხეშად ჩაერიოს

არავის ვურჩევ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაში უხეშად ჩაერიოს ან სპეკულაციების საგანი გახადოს, – ამის შესახებ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ კითხვის – ხედავს თუ არა იგი მთავრობის ჩარევას მედიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში – საპასუხოდ განაცხადა.
გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ თავად იცის, რა არის მედიის ფასი, ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში.
“მე თავად გახლავართ ფილოლოგი, ახლოს ვართ ჟურნალისტიკასთან. 1987 წლიდან ინტენსიურად ვიყავი ჩართულები სტუდენტურ გამოსვლებში და მე ვიცი, რა არის მედიის ფასი, ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში. არავის ვურჩევ, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ მედიაში უხეშად ჩაერიოს ან სპეკულაციების საგანი გახადოს – ეს არის ჩემი მოკლე პასუხი”, – განაცხადა გელა დუმბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები