დიმიტრი ქუმსიშვილი: ქუთაისის აეროპორტს ტურიზმის განვითარებისთვის ვიყენებთ

მე მიყვარს ქუთაისის აეროპორტი და დღესდღეისობით ეს ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენ ტურიზმის განვითარებისთვის ვიყენებთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2013 წელს მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტთან დაკავსირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, ქუთაისის აეროპორტი წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ არამიზნობრივ ხარჯებში იყოს მოხსენიებული.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
“არ ვიცი, რას ნიშნავს, არამიზნობრივი ხარჯები? არ მინდა ამაზე კომენტარის გაკეთება. ვერ ვხვდები, რა უნდა გიპასუხოთ. მე მიყვარს ქუთაისის აეროპორტი და დღესდღეისობით ეს არის ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ტურიზმის განვითარებისთვის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები