დიმიტრი ქუმსიშვილი: დღეს საქართველოში მედია არის თავისუფალი

არავინ ავალდებულებს მედიას, რომ სუბიექტური იყოს, თუ მას უნდა, რომ მხარე იყოს, იყოს მხარე – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიაში განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
ქუმსიშვილის თქმით, ის, რომ ზოგიერთი ტელევიზია სუბიექტურია, ესეც მედიის ლეგიტიმური უფლებაა.
“ყველანაირი შეფასებით, დღეს საქართველოში მედია არის ძალიან თავისუფალი. ყველას შეუძლია ყველანაირი აზრის გამოთქმა. მე შეიძლება მქონდეს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ზოგიერთ ტელევიზიაზე და ვთქვა, რომ ისინი არ არიან სუბიექტურები, ანუ ისინი არიან მხარეები, თუმცა ესეც მედიის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლებაა. არავინ ავალდებულებს მედიას, რომ სუბიექტური იყოს. თუ მას უნდა, რომ მხარე იყოს, იყოს მხარე”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერი თვლის, რომ ნებისმიერი აზრი აუცილებლად გამოდის ასპარეზზე და მოსახლეობა ინფორმაციას იგებს. “ფანტაზიის სფეროა იმის თქმა, რომ ვიღაცას საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეეზღუდა. ერთი ფაქტი მითხარით, ვის შეეზღუდა? – მე მგონია, რომ ნებისმიერი აზრი, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში გამოთქმულიყო, აუცილებლად გამოდის ასპარეზზე და მოსახლეობა იგებს”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები