მევლუთ ჩავუშოღლუ: ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ტერორიზმის საფრთხის მიუხედავად, თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის სამმხრივ პროექტებს არაფერი ემუქრება. როგორც ჩავუშოღლუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თურქეთი განხორციელებული ტერორისტული აქტების გამო თავის საგარეო პოლიტიკას არ ცვლის და შესაბამისად, მეგობრებთან არანაირი პოზიციების გადახედვას არ აპირებს.
კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ელმარ მამედიაროვის განცხადებით, ტერორიზმის წინააღმდეგ საუკეთესო პასუხი სწორედ ერთად დგომა და სოლიდარობაა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით კი, ტერორიზმის საფრთხე არსებობს, მაგრამ მის წინააღმდეგ ყველა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა იბრძოლოს.
“მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, ვიქნებით მჭიდრო კავშირში ერთმანეთთან, რომ ეს საფრთხე დავამარცხოთ. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ, რათა უკვე დაწყებული პროექტები წარმატებით წარიმართოს და ასევე წარმატებული იყოს ახალი პროექტები, რომლებსაც ალბათ მომავალში განვახორციელებთ”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები