ლევან ბერძენიშვილი: გოგი თოფაძეზე ისეთი აზრები მომდის თავში, რომელსაც სახალხოდ ვერ ვაკადრებ

გოგი თოფაძეს ვერც პოლიტიკაში ვხედავ და ვერც ბიზნესში, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ გოგი თოფაძემ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით კოალიციას, პარტიას და საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენა.
„გოგი თოფაძეზე ისეთი აზრები მომდის თავში, რომელსაც სახალხოდ ვერ ვაკადრებ. გოგი თოფაძე ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით შეურაცხყოფას აყენებს არა მხოლოდ კოლიციას, არამედ პარატიასაც და საკუთარ თავსაც. ასე დეპუტატი არ უნდა საუბრობდეს. გოგი თოფაძეს ვერც პოლიტიკაში ვხედავ და ვერც ბიზნესში. კაცი, რომელიც ასეთ ბრალდებებს აკეთებებს, ყოვლად გაუგონირია. მე მიხარია, რომ დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა და აღნიშნული განცხადებით, საკუთარი გუნდი დაიცვა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები