ლევან მურუსიძე მამუკა ახვლედიანზე: გადაწყვეტილება ამ დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით ჯერ არ მიმიღია

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანის მიმართ გადაწყვეტილება დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით ჯერ არ მიმიღია – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც საბჭოს მდივანს, ჯერ არავითარი წინადადება არ მოუმზადებია, იმ გამოთქმებთან და იმ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით რაც ახვლედიანმა განაცხადა.
“როგორც საბჭოს მდივანს, ჯერ არავითარი წინადადება არ მომიმზადებია, იმ გამოთქმებთან და იმ დისციპლინურ საქმესთან დაკავშირებით რაც განაცხადა ახვლედიანმა. ამიტომ, სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი არ მოამზადებს რაიმე დასკვნას, მოსამართლის საქციელში იყო თუ არა რაიმე დარღვევა, საბჭო მანამდე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. გადაწყვეტილება ამ დისციპლინურ დევნასთან დაკავშირებით ჯერ არ მიმიღია”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები