ბრიტანულ და რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს შორის ინციდენტი მოხდა
დიდ ბრიტანეთში Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები განგაშით აფრინდნენ ორი რუსული ბომბდამშენის შესაჩერებლად, რომლებიც ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ შეატყობინა.
მსგავსი ინციდენტები ბოლო დროს გახშირდა. 2015 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში რუსული ბომბდამშენები დიდი ბრიტანეთის საჰაერო სივრცეს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ. გასული წლის დეკემბერში ბრიტანელმა სამხედროებმა რუს კოლეგებთან მოლაპარაკება გამართეს ქვეყნის საჰაერო სივრცესთან რუსული ბომბდამშენების მიახლოების გახშირებული ფაქტების გამო.