აშშ-ის პრეზიდენტი კუბაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა კუბაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზვრება. ამის შესახებ ტელეარხი ABC იუწყება.
სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, თეთრმა სახლმა მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. ეს შეერთებული შტატების ლიდერის პირველი ვიზიტი იქნება კუბაში 80 წლის შემდეგ. ვიზიტი, სავარაუდოდ, 21-22 მარტს უნდა შედგეს. აშშ-ის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი კუბაში 1928 წელს შედგა. მაშინ თეთრ სახლს კალვინ კულიჯი ხელმძღვანელობდა. ბოლო წლებში ვაშინგტონსა და ჰავანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები