ვახტანგ ბუცხრიკიძის აზრით, წელს ლარის კურსი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს

თუ გარე ფაქტორები ზეგავლენას არ მოახდენს ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე, წელს ლარის კურსი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს. ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს.
როგორც ბუცხრიკიძემ სასტუმრო „რედისონში“ ბიზნესასოციაციის წევრებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, წლის პირველი კვარტალი – საუბარია იანვარ-თებერვალზე, ყოველთვის უფრო რთულია.
„ეს სეზონიც უკვე დასასრულს უახლოვდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ გარე ფაქტორები ზეგავლენას არ მოახდენს ფუნდამენტურ მაჩვენებლებზე, წელს ლარი საკმაოდ სტაბილური უნდა იყოს“, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები