გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესში ჩაბრუნებული რესურსი არ დაიბეგრება

ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაბრუნებული რესურსი, მოგება არ დაიბეგრება და ის ისევ და ისევ ჩვენი ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესასოციაციის წევრ ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ბიზნესში, ეკონომიკაში ჩაბრუნებული რესურსი, მოგება არ დაიბეგრება და ის ისევ და ისევ  ჩვენი ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო რესურსის მობილიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ეკონომიკურ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, – საქართველოს გარშემო არ არის მთლად ისეთი დინამიკური განვითარება, – ჩვენთვის ეს იქნება ის ცვლილება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ძალიან დადებითად გავიტანოთ ეს რეფორმა დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები