ბელგიაში „ისლამურ სახლმწიფოსთან“ დაკავშირებული 10 პირი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 10 პირი დააკავა. ისინი „ბოევიკების“ „დავერბოვკებაში“ არიან ეჭვმიტანილები.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართლდამცველების რეიდები ბრიუსელის ოთხ რაიონში ჩატარდა. პოლიციამ კომპიუტერები და მობილური ტელეფონები ამოიღო. ამასთანავე, პოლიცია იუწყება, რომ სპეცოპერაცია პარიზში, გასული წლის ნოემბერში მომხდარ ტერაქტებთან დაკავშირებული არ არის.
ცნობისთვის, პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების რამდენიმე მონაწილე, მათ შორის მათი ორგანიზატორი, ბელგიის მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები