რუსეთში საავტობობილო ქარხანა „ზილი“ მუშაობას წყვეტს

რუსეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი საავტომობილო ქარხანა „ზილი“ („ЗИЛ“) მუშაობას წყვეტს. გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს ინფორმაციით, ყოფილი ავტოგიგანტის შენარჩუნება და ამ საწარმოს ბაზაზე ახალი ქარხნის გახსნა არ იგეგმება. ქარხნის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლების, ასევე ადმინისტრაციული შენობების და სპორტული კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. სამრეწველო ზონის მასშტაბურ რეორგანიზაციას 10 წელი დაჭირდება. „ზილის“ ტერიტორიაზე არსებული რუსულ-იაპონური საწარმო Alpha Automotive Technologies, რომელიც 150 მარკის ავტომობილის სათადარიგო ნაწილებს უშვებს, სხვა ადგილას გადავა. ამჟამად „ზილის“ ქარხანა პრაქტიკულად აღარ არსებობს. 60 ათასი თანამშრომლიდან აქ მხოლოდ 300 ადამიანია დარჩენილი. მუშაობას მხოლოდ მეექვსე საამქრო განაგრძობს, სადაც ლიმუზინებს აწარმოებენ და არემონტებენ, თუმცა უახლოეს მომავალში ისიც შეწყვეტს ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები