აშშ-ში 50-ზე მეტი ავტომობილი ავარიაში მოხვდა

აშშ-ის პენსილვანიის შტატში მოყინულ ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. 50-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ძლიერი ყინვები შერთებული შტატების 10 რეგიონში – პენსილვანიიდან მენის შტატამდე დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქარის სიჩქარე 72 კმ/სთ-ს აღწევს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარეშე სახლებიდან არ გამოვიდნენ. აშშ-ის 10 შტატში ტემპერატურა -20-დან -30 გრადუსამდე მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები