აშშ-ის დაზვერვის ხელმძღვანელი – ჩვენ პარიზის ტერაქტის შესახებ ინფორმაცია გვქონდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის თქმით, პარიზის ტერაქტამდე შეერთებულ შტატებს „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ სერიოზული ოპერაციის მზადების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა.
CBS-ის ეთერში ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ თავდასხმის აღკვეთა არასაკმარისი ინფორმაციის გამო ვერ მოხერხდა. ტერაქტამდე ცოტა ხნით ადრე „ბოევიკები“ კავშირის ახალ საშუალებებზე გადავიდნენ და ამერიკულმა დაზვერვამ ის ვერ მოიპოვა. პარიზის ტერაქტს ბრენანმა „ყველა სპეცსამსახურის მუშაობის ჩავარდნა“ უწოდა. ის ამბობს, რომ პრაქტიკულად ყველა თავდამსხმელი საფრანგეთის მოქალაქე იყო. ეს პირები უპრობლემოდ ჩადიოდნენ სირიის ისლამისტების საწვრთნელ ბანაკებში და შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ. ამერიკის დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, სპეცსამსახურებმა „ბოევიკების“ სხვა რამდენიმე ოპერაცია აღკვეთეს, მაგრამ საფრანგეთის მაგალითი მიუთითებს, რომ დაზვერვამ კიდევ უფრო უკეთესად უნდა იმუშაოს. CIA-ის დირექტორმა არ გამორიცხა, რომ თავდასხმის შემდეგი ობიექტი ამერიკის შეერთებულ შტატები იყოს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები