თურქეთის თავდაცვის სამინისტრო – სირიაში ჯარის გაგზავნა არ იგეგმება

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ისეთ ილმაზმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება სირიაში შეიარაღებული ძალების გაგზავნას არ აპირებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ორი დღის წინ თურქულმა არტილერიამ მინეჰის ავიაბაზაზე და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტში ქურთი მოხალისეების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.
თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადებით, ცეცხლი იმის გამო გაიხსნა, რომ თურქეთის ტერიტორიას საფრთხე ემუქრება. სირიის ხელისუფლებამ კი გაეროს უშიშროების საბჭოს და ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს წერილი გაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ თურქეთმა სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რაც „სირიის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას“ ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები