თბილისის საერთაშორისო როკფესტივალი

  25-27 მარტს, თბილისის საერთაშორისო როკფერტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა სცენაზე საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საუკეთესო როკჯგუფები გამოვლენ. ფესტივალზე 2 დღის განმავლობაში ისინი იბრძოლებენ უფლებისათვის, წარადგინონ სამხრეთ კავკასია, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი როკმუსიკის ფესტივალზე „Wacken“!, რომელიც გერმანიაში, 31 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. მესამე ფინალურ დღეს სცენაზე გამოვლენ როკის მსოფლიო გრანდები. თბილისში პირველად დაუკრავს ნობელის პრემიაზე ორჯერ ნომინირებული ჯგუფი „Orphaned Land“. მსოფლიო ტურნეს ფარგლებში მუსიკოსები პირველად სტუმრობენ საქართველოს. ფესტივალი ტარდება “არა ძალადობის!” ეგიდით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები