„ინდური ფილმების დღეები“ თბილისში

 კინოთეატრ რუსთაველის დიდ დარბაზში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლივუდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი „ინდური ფილმების დღეები“ გაიხსნა. საზეიმო გახსნას დაესწრნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე მარგიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ინდოეთის ელჩი საქართველოში სურეშ ბაბუ, საქართველო-ინდოეთის კულტურული ურთიერთობის ასოციაციის „ბჰარატი“ ვიცე -პრეზიდენტი თამარ ლამპარაძე, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ინდური ფილმების დღეების გახსნაზე ნაჩვენები იყო 10- წუთიანი დოკუმენტური ფილმი „რაჯ კაპური თბილისში“ და ინდური კინოს ისტორიაში 2013 წელს გადაღებული ყველაზე შემოსავლიანი ფილმი „ბაიკერები 3“. 21- 24 მარტის განმავლობაში მაყურებელს ბოლო წლებში გადაღებული საუკეთესო ინდური ფილმების ხილვის საშუალება ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები