„თალიბანსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის ავღანეთში შეტაკება მოხდა
ექვსი „ბოევიკი“ დაიღუპა და ათი დაიჭრა ავღანეთში მოძრაობა „თალიბანსა“ და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო Khaama Press-ი იუწყება.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებული შეტაკება ნანგარხარის პროვინციაში მოხდა, დაღუპულთა შორის ხუთი ისლამისტი და ერთი თალიბია.
„თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ ავღანეთში დაპირისპირებული დაჯგუფებებია. გასული წლის ივნისში „თალიბანმა“ „ისლამურ სახელმწიფოს“ წერილი გაუგზავნა და მას მოუწოდა, ავღანეთის საქმეებში არ ჩაერიოს. თუმცა, როგორც გაირკვა, ისლამისტებმა ეს მოწოდება არ გაითვალისწინეს. ამ დაჯგუფებებს შორის ავღანეთის ტერიტორიაზე შეტაკებები ადრეც მომხდარა.