ნატო ეგეოსის ზღვაში კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს
ნატო ეგეოსის ზღვაში კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ოპერაციას იწყებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ევროპაში მიგრანტების უკaნონონო გადაყვანით არიან დაკავებულები. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, საწყის ეტაპზე ამ რაიონში სადაზვერვო ოპერაცია ჩატარდება, რისთვისაც ალიანსმა სამი გერმანული სამხედრო გემი გააგზავნა.
„ლტოლვილებით სავსე ნავები შეჩერებულნი ან უკან გაბრუნებულნი უნდა იყვნენ. თავდაპირველად ნატომ შესაბამისი ინფორმაცია უნდა მოიპოვოს, რათა კონტრაბანდისტრებთან და დანაშაულებრივი ქსელების მონაწილეებთან ბრძოლა გახდეს შესაძლებელი“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ეს გადაწყვეტილება ალიანსმა თურქეთის, საბერძნეთისა და გერმანიის თხოვნით მიიღო. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საბერძნეთში უკვე 75 ათასი ლტოლვილი ჩავიდა. თურქეთის და საბერძნეთის მარშრუტით ლტოლვილები ევროპაში ჩასასვლელად ყველაზე ხშირად სარგებლობენ. ამასთანავე, ეს ყველაზე სახიფათო გზაც არის. ევროპაში მიგრანტების ჩასვლას დანაშაულებრივი დაჯგუფებებიც უწყობენ ხელს. ხშირად ამისთვის ძველი გემები და ნავები გამოიყენება, რაც ადამიანების დაღუპვის მიზეზი ხდება.