მიხეილ კასიანოვს კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

რუსეთის ოპიზიცური პარტიის, „პარნასის“ ლიდერს, მიხეილ კასიანოვს ქალაქ ვლადიმირში კვერცხები დაუშინეს.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, პოლიტიკოსს კვერცხები „სახალხო-გამათავისუფლებელი მოძრაობის“ აქტივისტებმა მაშინ ესროლეს, როდესაც ის ერთ-ერთ შენობაში პრესკონფერენციის ჩასატარებლად შედიოდა.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან შეძახილები ისმოდა, რომლებშიც ისინი კასიანოვს საზღვარგარეთ წასვლას ურჩევდნენ. მიხეილ კასიანოვი ვლადიმირში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ის ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციის გამართვასაც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვლის საღამოს მიხეილ კასიანოვს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში თავს დაესხნენ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უცნობი პირი მიუახლოვდა და სახეში ტორტი ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები